ზებრა კექსი

23 მარ 2020 |

მე თუ მკითხავთ ოჯახში სულ უნდა იყოს ზებრა კექსი. თავისთვის რომ დევს სასადილო მაგიდაზე, ლამაზ ლანგარზე, ასე მგონია არაამქვეყნიურ მყუდროებას ქმნის. მაგრამ, რა თქმა უნდა, ასე არ ვიქცევი, უფრო მეტიც, ზებრა კექსს 2 თვეში ერთხელ ვაცხობ. ჩემი რჩევა იქნება, არც ერთი ინგრედიენტი არ გამოტოვოთ, თუ გინდათ ის შედეგი მიიღოთ რაც მე. და კიდევ ერთი რჩევა, მიირთვით ზებრა მეორე დღეს. უფრო გემრიელია:)

ინგრედიენტები

მომზადება

გაახურეთ გაზქურა 170 გრადუსზე

აურიეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, მარილი, გამაფხვიერებელი და ვანილი და გადადეთ გვერდით.

შეურიეთ ერთმანეთს შაქარი, კარაქი და ზეთი. გამოიყენეთ მიქსერი და ურიეთ 10 წუთის მანძილზე.

დაუმატეთ კვერცხი, შემდეგ რძე და კარგად აურიეთ.

ჩაამატეთ მშრალი ინგრედიენტები და კარგად აურიეთ.

შეასხით გამოსაცხობ ფორმას კანოლას სპრეი ზეთი.

მოათავსეთ მიღებული ცომის ნახევარზე ცოტა მეტი ფორმაში.

ჩაუმატეთ ცომს დარჩენილი კაკაო და კარგად აურიეთ. დაამატეთ კააკოს ცომი ფორმაში და დანა გამოიყენეთ ამ ორი მასის ერთმანეთში ასარევად.

შედგით გაზქურაში 1 საათი და 15 წუთი.

გამოცხობის შემდეგ გამოიღეთ კექსი და გააციეთ კაარგად.

გაადნეთ შოკოლადის ფილა და მოასხით კექსს.

სასურველია თუ მიირთვამთ მეორე დღეს. ბევრად უფრო გემრიელი იქნება;)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.